დავით ნარმანიამ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება  ილიას ბაღში გაიმართა.
საპატიო თბილისელის წოდება წელს მიიღეს: ექიმებმა ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ; ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ; მსახიობებმა ლალი ბადურაშვილმა,  ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ სხირტლაძემ; ასევე, ხელოვნების მოღვაწემ ჯემალ ჭკუასელმა; ლოტბარმა და  მომღერალმა რობერტ გოგოლაშვილმა; მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ; მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ; აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა; ასევე, მხატვარმა, მწერალმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა  რევაზ გაბრიაძემ.
როგორც საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა აღნიშნა, „საპატიო თბილისელის“ წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე.
„საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება თბილისობის განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩაეყარა. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და ტრადიციულად, განსაკუთრებული პატივი მივაგეთ და დავაფასეთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს, თბილისს, სრულიად საქართველოს ასახელებენ. ჩვენ მათ „საპატიო თბილისელის“ წოდება მივანიჭეთ. განსაკუთრებული პატივით მინდა გავიხსენო ყველა ჩვენი საამაყო და საპატიო თბილისელი, რომელთაგან სამწუხაროდ, ნაწილი ჩვენს გვერდით აღარ არის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები