გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობის“ ღონისძიებებს დაესწრო

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისელებს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ტყემალაძესთან და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად ,,თბილისობის’’ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
საკრებულოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერთან, დედაქალაქის მერთან და დეპუტატებთან ერთად დღესასწაულის ფარგლებში გამართულ კულტურულ და სპორტულ, საბავშვო გასართობ ღონისძიებებს, ასევე კულინარიულ გამოფენებსა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობებს ეწვია.
დღესვე გიორგი ალიბეგაშვილი, კოლეგებთან ერთად, რიყის პარკში ღვინის, ასევე შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში გამართულ – ყვავილებისა და ხილის დღესასწაულს დაესწრო. მოგვიანებით, საკრებულოს წევრებმა რიყეზე გამართული სპორტული ღონისძიებებისკენ გადაინაცვლეს. დეპუტატებმა რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის ტურნირში მონაწილეებს,,თბილისობა’’ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„თბილისობა“ მთელ ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. მათ შორის, ევროპის მოედანსა და რიყის ტერიტორიაზე „თბილისობისთვის“ დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიებები ტარდება, ხოლო განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე მიმდინარეობებია წარმოდგენილი.
„თბილისობა 2016“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე“ დაიდგა. 9-მეტრიანი სკულპტურული კომპოზიცია ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.
„თბილისობის“ დღესასწაულზე, რომელიც ხვალ გალა კონცერტით დასრულდება, დღეს საღამოს „საპატიო თბილისელებს“, ხოლო ხვალ  „თბილისზე მზრუნველებს“ აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები