არასრულწლოვანმა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა, ქვედა კიდურების მოტეხილობა მიიღო

16 წლის გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა, ფეხების, მენჯისა და ხერხემლის სავარაუდო ტრავმა აღენიშნება. ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება, რომლის შედეგიც რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი გოგონა მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა. „კვირას“ ინფორმაციით, გოგონა 16 წლამდე ასაკისაა და ის სტუმრად მამიდასთან იმყოფებოდა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები