საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას „თბილისობა” მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, „თბილისობა 2016″-თან დაკავშირებით “ახალი ტფილისი” – განახლებული აღმაშენებლის გამზირი დაათვალიერა და საზოგადოებას „თბილისობის” დღესასწაული მიულოცა.
ქვეყნის პირველმა პირმა საგამოფენოდ წარმოდგენილი ქართული პროდუქციაც დააგემოვნა და მოსახლეობასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
„თბილისობა 2016″ დედაქალაქში 15-16 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები