ვაკის პარკში საბავშვო ქალაქი – „შუმბა ლენდი“ გაიხსნა

ვაკის პარკში საბავშვო ქალაქი – „შუმბა ლენდი“ გაიხსნა. საზეიმო გახსნას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ. ლაშა აბაშიძის განცხადებით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.
“დღეს ჩვენ ვაკის პარკში გავხსენით წლების განმავლობაში მიტოვებული, საბავშვო მოედანი. ადგილზე დამონტაჟდა ევროპული წარმოების ატრაქციონები და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. პატარებს დღეიდან შეეძლებათ, მოვიდნენ “შუმბა ლენდში”, სადაც მათ უამრავი გასართობი დახვდებათ”, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
ლაშა აბაშიძის თქმით, საბავშვო ქალაქის კეთილმოწყობისთვის 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები