„თბილისობა 2016“ დაიწყო

დღეს თბილისობის დღესასწაულია. წელს „თბილისობა 2016“ 15-16 ოქტომბერს აღინიშნება. მერიის ორგანიზებით, დედაქალაქში სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულს დედაქალაქი წელს რეაბილიტირებულ დავით აღმაშენებლის გამზირზეც აღნიშნავს, სადაც ორი დღის განმავლობაში კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები უწყვეტ რეჟიმში გაიმართება.
საღამოს საათებში თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების განწყობაზე დიჯეები იზრუნებენ.
15 ოქტომბერს ლეღვთახევში 12:00 – 19:00 საათზე ძველი თბილისი, მივიწყებული პროფესიები, იმიტირებული მიზანსცენები იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, მოეწყობა დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე – მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე და მეაფიშე.
ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში გამართულ თბილისურ ბაზარს ბოტანიკოსი ზურაბ შევარდნაძე გაუძღვება. ღვინის აღმართზე ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება და მსურველები მათ დეგუსტაციას შეძლებენ. თბილისური ბაზრობის პარალელურად, ევროპის მოედანზე, ბავშვთა ორკესტრების მონაწილეობით, კლასიკური მუსიკის კონცერტებიც გაიმართება. კერძოდ, 12:30 – 12:55 საათამდე მევიოლინე ბავშვები დაუკრავენ.
13:00 – 13:55 საათამდე კონცერტს სიმებიანი კვარტეტი გამართავს.
14:00 – 14:55 საათამდე ფლეიტების კვარტეტი დაუკრავს.
15:00 – 15:55 საათებში სიმებიანი კვარტეტი “სფორცანდო“.
16:00 საათზე თბილისის გოგონათა გუნდი იმღერებს.
17:00 საათზე კი დაიწყება მუსიკალური პროგრამა “გვიდირიჟორე“, რომლის დასრულებისთანავე, 19:00 საათზე ორკესტრი “Georgian Brass”-ი გამართავს კონცერტს.
​მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საღამოს 7 საათიდან, მთელი ღამის განმავლობაში, ახალგაზრდებისთვის გაიმართება კონცერტები მუსიკალური ჯგუფების – „რეგიონის”, „ფრანისა” და ჯგუფი “LoudSpeakers” -ის მონაწილეობით.
“თბილისობა – 2016” რიყის პარკში 12:00 საათზე დაიწყება, სადაც სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია გაიმართება. ასევე, მოეწყობა საბავშვო ქალაქი, სადაც ბავშვებისთვის მხიარული შეჯიბრებები, კომპიუტერული თამაშები, საბავშვო დისკოთეკა, ქვიშის ქალაქი, ფეინთბოლი და რაინდების ბრძოლა იქნება. კულინარიულ შეჯიბრს მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე გაუძღვება. 12:00 – 22:00 საათზე კულინარია – დეგუსტაცია და მასტერკლასებიც ჩატარდება.
თბილისობასთან დაკავშირებით, ძველ თბილისში, მეტეხის ხიდზე, რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გიმასპინძლებთ. აღმაშენებლის გამზირზე კი ინსტალაცია, სახელწოდებით „ხვალ“ გაიმართება და ქუჩაზე არსებული შენობების ვიტრინებში სხვადასხვა სახის ინსტალაციები იქნება წარმოდგენილი. 1
2:00 – დან 15:00 საათამდე თბილისელებისა და დედაქალაქის განწყობაზე აქ, დიჯეი ნაკაშიძე იზრუნებს. ამავე ადგილას, დღის 3 საათიდან საღამოს 9 საათამდე, რამდენიმე კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი: ჰიპ-ჰოპ ლაივი, გამოფენა Error images, მაქს მაჩაიძის ლაივი, ჯგუფ “Young Georgian Lolitas” -ის კონცერტი. ხოლო 21:00 – 00:00 საათებში, მოქალაქეების განწყობაზე დიჯეი გიო შენგელია იზრუნებს.
“თბილისობა – 2016-თან” დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, 15:00 საათზე, ქალაქებთან – ნანტსა და ზაარბრუკენთან თბილისის დამეგობრების საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა.
ვაკის პარკში 16:00 – 17:00 საათზე „შუმბა ლენდი” გაიხსნება.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია თბილისში” 17:00 – 18:00 საათზე არქიტექტურული კონკურსის დაჯილდოება ჩატარდება.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 19:30 – 21:30 საათზე სიმფონიური მუსიკის კონცერტი „შემოდგომის თბილისი 2016″ გაიმართება.
​თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 20:00 – 22:00 ევა იერბაბუანას წარმოდგენა ფლამენკო – „წვიმა” , მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” გაიმართება.
ილიას ბაღში „საპატიო თბილისელებს” დააჯილდოებენ. ღონისძიებები 16 ოქტომბერსაც გაგრძელდება. მათ შორის, მეტეხის ხიდზე 12:00 – 19:00 საათზე სპორტული ავტომობილების გამოფენა სახელწოდებით „არ ვარღვევ” გაიმართება.
​რიყის პარკში 12:00 – 19:00 საათზე საბავშვო ქალაქი მოეწყობა, სადაც სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
აღმაშენებლის გამზირზე 12:00 – 19:00 საათზე პანტომიმის თეატრი, ქუჩის მუსიკოსები იქნება წარმოდგენილი და სასულე ორკესტრის მსვლელობა მოეწყობა.
ვეროპის მოედანზე კონცერტები 16 ოქტომბერსაც გაიმართება, რომელსაც სტილიზებული ფოლკლორის თეატრი „ნაბადი” გახსნის. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „თბილისი,” ფოლკლორული ანსამბლი „ხარება”;„თბილისური კვარტეტი”; ახალი პროექტით წარსდგება ჯგუფი „გიო + “, ასევე, დღესასწაულში მონაწილეობენ ჯგუფები “The Jetbird” -ი და “Goofyland” -ი.
აღმაშნებლის გამზირზე 15:30 – 17:00 საათამდე თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი” დაუკრავს. ასევე გაიმართება გამოფენა “Error images”.
19:00 – 20:30 საათებში წარმოდგენილი იქნება „თხრობა მუსიკით“, კომპოზიტორ დათო ევგენიძის აკომპანიმენტით.
საღამოს 8 საათზე, ნახევარსაათიან წარმოდგენას გამართავს „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.
21:00 – 22:00 საათებში იქნება „თბილისური ეზო” და ბოლოს, 01:00 საათზე კულტურულ ღონისძიებებს დიჯეი გაჩა დაასრულებს.
თბილისის საკრებულოში 16 ოქტომბერს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016-ის” და „თბილისზე მზრუნველის” დაჯილდოება გაიმართება.
„თბილისობა“ 21:00 – 22:45 საათზე, მეიდანზე გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მომღერლები თბილისზე, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს , მათ შორის გიორგი ცაბაძის, „ჩემო თბილისქალაქოს”შეასრულებენ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები