“იმედი” წინასაარჩევნო ეგზიტპოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “იმედი” წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო 2 თვის განმავლობაში, ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი სხვა ტელევიზიებთან ერთად, მსოფლიოს წამყვან წამყვან კვლევით ორგანიზაციებს დაუკვეთა 3 სხვადასხვა წინასაარჩევნო კვლევა და ეგზიტპოლი. ამ კვლევებისას გამოიკითხა 25 000 ინტერვიუერზე მეტი, რაც არის უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოში.
ასეთი მასშტაბური კვლევები ასევე ახალია დღევანდელი “იმედისთვის”. 2008-2012 წლების არჩევნების დროს, ტელეკომპანია კონტროლდებოდა მაშინდელი ხელისუფლების მიერ და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ.
გვეამაყება, რომ ჩვენი 4 კვლევა სხვა კვლევებზე უფრო ზუსტად ასახავდა რეალობას. მაგრამ ასევე მიგვაჩნია, რომ შედეგებში დასაშვებზე უფრო მეტი გადაცდომა დაფიქსირდა, განსაკუთრებით ეგზიტპოლის შემთხვევაში.
ტელეკომპანია “იმედი” უკვე დაუკავშირდა “ჯეი-პი-ემ სტატეჯიკ სოლუშონს” და “კანტარ პაბლიკს” (იგივე თი-ენ-ესი) იმ მიზნით, რომ გავარკვიოთ – რამ გამოიწვია დასაშვებზე მეტი ცდომილება და როგორ შეიძლება მისი მინიმიზაცია შემდგომ კვლევებში. ჩვენ ასევე დავთანხმდით რომ ჩავატაროთ არჩევნების შემდგომი კვლევა, რომელიც მიმართული იქნება რესპონდენტთა პასუხებში ცდომილების გამოსარკვევად უკვე ჩავლილი არჩევნების პირობებში.
ტელე “იმედის” მიზანია ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს მაყურებელს და გპირდებით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ამ მიზნის მისაღწევად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები