დიმიტრი ქუმსიშვილი: სვეტიცხოვლობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
“მინდა მივულოცო მთელ საქართველოს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული. სვეტიცხოვლობა ნამდვილად არის გამორჩეული დღესასწაული, რომელიც ყოველთვის იყო მთელი საქართველოს გამაერთიანებელი. ეს არის დღესასწაული, რომელიც ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები