თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
„საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფ. დიღმის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის და გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები