კატასტროფებისადმი მზადყოფნის 20 წლის იუბილე აღინიშნა

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკომისიამ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან და DIPECHO–ს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, კატასტროფისადმი მზადყოფნის პროგრამის 20 წლის იუბილე აღნიშნა.
პროგრამა 1996 წლიდან მოქმედებს და მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების ბუნებრივი კატასტროფების რისკებისადმი მდგრადობის გაძლიერებასა და მოწყვლადობის შემცირებას ბავშვების, ქალების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ.
საიუბილეო ღონისძიება თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო თავდაცვის გენერალური დირექტორატის ოფისის დირექტორმა, ჯუჰა აუვინენმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, საბჭოს აპარატის კრიზისების მართვის ცენტრის უფროსმა მრჩეველმა, რუსუდან კახიშვილმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ლევან მელქაძემ.
სტუმრებმა დაათვალიერეს კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, დაესწრნენ პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი ფილმების ჩვენებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტივობა: ,,კატასტროფების რისკის შემცირების ბავშვთა ინოვაციური ლაბორატორიის” პრეზენტაცია, სიმულაციური სავარჯიშოები, ინტეგრაციის სავარჯიშოები და შეჯიბრი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მონაწილეობით, ვიქტორინა ბავშვებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები