გიგლა აგულაშვილი ლეღვთახევში მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში ლეღვთახევში მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, სპეციალისტებმა ადგილზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი განახორციელეს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილზე, გარკვეული კვლევის შედეგები განისაზღვრა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, უამრავ ახალ პროექტს ანხორციელებს სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მისცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და განსაზღვროს მისი გამომწვევი მიზეზები.
ექსპრეს-ლაბორატორიით მონიტორინგი თბილისის მასშტაბით კვლავ გრძელდება. მოძრავი ლაბორატორიის საშუალებით კვლევები უახლოეს მომავალში რეგიონებში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები