სოზარ სუბარმა დევნილ და ეკომიგრანტ მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადასცა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრის სკოლებს, სადაც დევნილი და ეკომიგრანტი ბავშვები სწავლობენ, სპორტული ინვენტარი ჩაუტანა.
როგორც “კვირას” დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, ჭუბერისა და ნაკრის საჯარო სკოლების ფრენბურთის გუნდები, სპორტული ინვენტარის არარსებობის მიუხედავად, გასულ წელს რაიონის ჩემპიონები გახდნენ და რეგიონალურ ტურნირზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს შუამდგომლობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ჭუბერისა და ნაკრის სკოლების მოსწავლეებისთვის ფრენბურთის ბადეები, ჩოგბურთის მაგიდები, ბურთები და სხვა სპორტული ინვენტარი გამოყო.
ჭუბერის საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე, ხოლო ნაკრის სკოლაში 70-მდე ბავშვი სწავლობს, რომელთა დიდი ნაწილი დევნილი ან ეკომიგრანტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები