დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონისა და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება გაუმჯობესდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის და მუხიანის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა – მაგისტრალური ქსელის 450 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა და ექვსი ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
როგორც “კვირას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნულ პროექტში 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ახლად შეცვლილი წყალსადენის ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, დიღმის მასივის მოსახლეობის და საავადმყოფოების, ნაძალადევის რაიონის ძირითადი ნაწილის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, დღეს, 12 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება
ნაძალადევის რაიონში:
გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, ზაზიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ყირიმის, ქინქლაძის, გროზნოს, პალიასტომის, კიკვიძის, როსტოვის, მიჩურინის, თიანეთის ქუჩა N97-137, N86-104, ჩარგლის ქუჩა N1-71, 2-56, სანზონის N2, 3, 4, 5, 9, 10, 11, 15, 18, 19, 20, 21, 28.
ჩუღურეთის რაიონში:
თამარ მეფის გამზირს, თევდორე მღვდლის ქუჩა N1-15, 2-20 და საინგილოს ქუჩას N48-68. ჩიტაიას, ჩიქობავას, ერისთავის, სულუხიას, მარჯანიშვილის, ფიროსმანის, ჩუბინაშვილის, დოლიძის, გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, გრანელის, გოცირიძის, ქვლივიძის, კალანდარიშვილის, არაგვისპირელის, ვერხანის, ვეძათხევის, გორკის, თოიძის, ბუხაიძის, ჩაისუბნის, გედევანიშვილის, ფშავის, შილდის, ახალდაბის, ოძისის, ჟონეთის, მარტყოფის, დმანისის, ალადაშვილის, მახათის ქუჩებს.
გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას.
ისნის რაიონში: ფაბრიციუსის, სევანის ქუჩებს, წურწუმიას II შესახვევს.
აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგება ხვალ, 13 ოქტომბერს, დილის 09:00 საათიდან აღდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები