ესპანეთი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალს და დემოკრატიულს უწოდებს

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ სუბიექტებს გამარჯვებას ულოცავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ჩატარებული არჩევნები ხელს შუწყობს ევროკავშირთან ურთიერთობის განმტკიცებას.
„ესპანეთი გამოხატავს სურვილს, გააღრმავოს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, ასევე ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებას, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზით.
ესპანეთის მთავრობა მიესალმება საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და იზიარებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომლის თანახმადაც, არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული.
ამასთან, ესპანეთის მთავრობა გმობს ძალადობის სხვადასხვა ინციდენტს და იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო რეკომენდაციები სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები