CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION-ი საქართველოს ენერგეტიკული სექტორით ინტერესდება

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური კომპანია – CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO. LTD-ის დელეგაცია მიიღო. შეხვედრას ფონდის მხრიდან საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესწრებოდა. CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO. LTD-ის დელეგაციის წევრებიდან ფონდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა კომპანიის საერთშორისო ბიზნეს დეპარტამენტის გენერალურმა მენეჯერმა ფენგ მანძუნმა, გენერალური მენეჯერის მოადგილე ლი ძიენძუნმა და კომპანიის საქართველოს ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა ვანგ ჰუმ მიიღეს.
როგორც „კვირას“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO. LTD-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტებში ინვესტირების შესახებ ინტერესი გამოხატეს. ჩინურმა მხარემ კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარმოადგინა და ფონდის გამოცდილების გათვალისწინებით ერთობლივი პროექტების განცხორციელების სურვილი გამოთქვა.
როგორც ფონდში აცხადებენ, ჩინეთის უმსხვილესი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ენერგო სექტორებში კაპიტალდაბანდებით არის დაკავებული და ენერგოსადგურების მშენებლობაში დიდი გამოცდილება აქვს. კომპანია საქართველოში მზისა და ქარის ენერგო სადგურების მშენებლობითა და განახლებადი ენერგიების წარმოებით არის დაინტერესებული.
შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ჩინელ ინვესტორებს ფონდის მანდატი, ფუნქცია და პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ფონდის მიერ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები