საპარტნიორო ფონდს იტალიური კომპანია “SACE”-ს წარმომადგენლები ეწვივნენ

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ ფონდში კომპანია “SACE”-ს წარმომადგენლები მიიღო. “SACE” იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც კერძო კომპანიებს ფინანსურ და სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს. 30-წლიანი გამოცდილების მქონე იტალიური კომპანია მსოფლიოს 189 ქვეყანაში ოპერირებს.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იტალიურ კომპანია “SACE”-სა და საპარტნიორო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და საქართველოსა და იტალიის კერძო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის გზები დასახეს.
იტალიური კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე საპარტნიორო ფონდთან ერთად აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ამჟამად “SACE” ტექნიკურ დახმარებას უწევს საპარტნიორო ფონდს ექსპორტის სააგენტოს შექმნის მიმართულებით და ასევე, თანამშრომლობს ფონდთან საშენ მასალათა წარმოების ზოგიერთი ადგილობრივი პროექტის დაფინანსების მიმართულებით.
“SACE” იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც პარტნიორი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს მიკრო და მცირე საწარმოების ხელშეწყობისთვის იაფ კრედიტს და ექსპორტიორ კომპანიებს გლობალურ ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციებში მხარდაჭერას სთავაზობს. “SACE” ფულად რესურსს ინოვაციურ ბიზნესებში აბანდებს და კომპანიებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები