10 ოქტომბერს კახეთის რამდენიმე რაიონში სეტყვასაშიში სიტუაცია სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

10 ოქტომბრის დღის 18:00 საათიდან სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში ახმეტის,თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების თავზე სამხრეთ-დასავლეთიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი დაფიქსირდა.
„დელტას“ ინფორმაციით, 20:15 საათისთვის ღრუბლებმა III-IV კატეგორიის დონეს მიაღწია. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა – 20-30 მმ.
20:30 საათიდან 21:13 საათამდე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.
გასროლილ იქნა 30 ერთეულამდე რაკეტა, რის შედეგადაც სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები შესუსტდა და ნალექი წვიმის და უწვრილესი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები