როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 13 – 16 ოქტომბერს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +15, +20° იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 11 – 12 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +23, +28° იქნება, 14 ოქტომბრიდან კი კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები