თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ, თევდორე კობახიძემ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი წარმოუდგინა.
სხდომაზე დეპუტატებმა „სსიპ“ ქალაქ თბილისის N 113 საჯარო სკოლისთვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხს, რომელიც კომისიის წევრებს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა გააცნო, დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით, მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირდაპირი განკარგვის წესით, ასევე თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარე მიწის ნაკვეთების იჯარითა და უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზეც, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თამარ მათიაშვილმა წარმოადგინა.
დღესვე სხდომაზე „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M3 და M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. იურიდიული კომისიის წევრებმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის იურისტს, მარიამ ჩიკვაიძეს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“  მიაწოდა ინფორმაცია.
იურიდიული კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. სხდომას, კომისიის წევრებთან ერთად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილი, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილი, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის იურისტი მარიამ ჩივაძე და N113 სკოლის დირექტორი ლია გაბინაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები