თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა 01:00-დან 06:00 საათამდე სოფელი გლდანის, თემქის III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, ავშნისა და ანაპის ქუჩებს შეეხება.
ელექტრომომარაგება 10:00-დან 14:00 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიძის, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩებს გაეთიშება.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის.