ნუკრი ქანთარია: არ ვიცი, ამ ხალხს ცოცხები მოენატრა თუ ეგონათ, რომ ესენი გამოსწორდნენ

„ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატს გაიყვანს მეორე ტურში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქანთარიასთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ ოპონენტად.
ქანთარია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატს გაიყვანს. “რატომ მოხვდა „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილას, ეს ალბათ ანალიზის სფეროა, არ ვიცი, ამ ხალხს ცოცხები მოენატრა თუ ეგონა, რომ ესენი გამოსწორდნენ.
გვყავდა ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომლებსაც არ უნდა დასჭირვებოდათ მეორე ტური, თუმცა, „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატი დიდი უპირატესობით ლიდერობს და მჯერა, რომ ყველა კანდიდატს გავიყვანთ”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები