ჩუღურეთის რაიონს ახალი სკვერი შეემატება

თბილისში, ჩუღურეთის რაიონს ახალი სკვერი შეემატება.
როგორც “კვირას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ვეშაპურის ქუჩაზე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგმება სკამები და ურნები, ხოლო პატარებისთვის მოეწყობა გასართობი და სავარჯიშო ზონები.
“სკვერის დაპროექტებისას მოქალაქეების ყველა მოთხოვნა გავითვალისწინეთ, მათ ამ მყუდრო და კეთილმოწყობილ სკვერში სრულფასოვანი დასვენება შეეძლებათ. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩართულობა ქალაქის გალამაზებაში. ამ ქუჩაზე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განვახორციელეთ, კერძოდ, ქუჩაზე მოწესრიგადა სანიაღვრე სისტემა და დავაგეთ ბაზალტის ქვაფენილი,“ – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს, 4 ახალის სკვერი შემატა, არსებულ 30 სკვერს კი აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები