10 ოქტომბერი – ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. როგორც „კვირას“საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებიდან აცნობეს, ყოველი წლის 10 ოქტომბერს, მსოფლიო საზოგადოება ფსიქიატრიულ სფეროში არსებულ წლის ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში 16:00 დან -18:00 სთ-მდე, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება. ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სპეციალისტები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. ღონისძიების დასასრულს, გაიმართება მსვლელობა ეროვნული ბიბლიოთეკიდან რიყემდე, სადაც ფრანებს გაუშვებენ.
ღონისძიების ორგანიზატორები: „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, „ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები