ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები 20:00 საათიდან დაითვლება

„ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20:00 სთ-იდან დაითვლება“, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანა მიქელაძემ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 5 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ ისაუბრა.
„ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20:00 სთ-იდან დაითვლება და ავღანეთის ორი უბნის შედეგები მხოლოდ ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შესაბამისად, შედეგებთან დაკავშირებული ნებისმიერი წინასწარი ინფორმაცია არ ეფუძნება რეალურ შედეგებს,“ – აღნიშნა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები