ირაკლი კობახიძე ბოჭორიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
​ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებზე, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა. მისი თქმით, თუ მნიშვნელოვანი ხარვეზი იქნება, ცესკო-ს შესაბამისი რეაგირება ექნება.
​შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ბოჭორიშვილის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი, რომელიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას თბილისში, 48-ე საარჩევნო უბანზე ადევნებდა თვალ-ყურს. მას ფიზიკურად საკუთარი სახლის ტერიტორიაზე, ბოჭორიშვილის ქუჩაზე გაუსწორდნენ. ​როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 125-ე (ცემის) მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები