კახიშვილი სააკაშვილზე: ერთი დღე ჩამოდის გვირაბით, მეორე დღეს ზღვა უნდა გადაცუროს

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არის უბრალოდ, განცხადებები და სააკაშვილი თვითონაც არ განიხილავს საქართველოში ჩამოსვლის საკითხს.
„თქვენ ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ, განცხადებები. არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, რადგან საზეიმო ვითარებაა და ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია. დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ განიხილავს თავისი ჩამოსვლის გეგმებს. ერთი დღე ჩამოდის გვირაბით, მეორე დღეს – ზღვა უნდა გადაცუროს. დღეს ამბობს, აღარ ჩამოვდივარო. ეს არის უბრალოდ, იმისთვის, რომ მოხდეს მისი ამომრჩევლის მობილიზაცია. რეალურად, თვითონაც არ განიხილავს ჩამოსვლას, რადგან იცის, რომ ადეკვატური რეაგირება მოხდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები