ცესკო: ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 19, 82% შეადგინა

ცესკოს პრესსპიკერმა მედიას ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით არჩევნებზე მისული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი გააცნო.
ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 695 908 ამომრჩეველმა მიიღო.
“ამ დროისთვის არჩევნები ყველგან სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 19, 92-მა პროცენტმა, რაც 695 908 ამომრჩეველს შეადგენს, იყო შემოსული საჩივრები დარღვევებზე, კერძოდ, დიდუბის მე-14 საარჩევნო უბანზე, რომელიც იყო პროცედურული ხასიათის.
კომისიამ დაწერა ახსნა-განმარტება და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება რეაგირება. გაჟღერდა აგრეთვე ინფორმაცია, რომ ამავე უბანზე არ იყო ჩანაწერების წიგნი, ეს გადამოწმდა ჩვენ მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები