ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ქვეყნის უკეთეს მომავალს და წარმატებებს

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ედიშერ თოლორაიამ.
მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას, უკეთეს მომავალს და წარმატებებს. კითხვაზე, ელოდება თუ არა ის მეორე ტურს, განაცხადა, რომ გამარჯვებას დღესვე ელოდება.
„აბსოლუტურად არა. ზუგდიდთან ერთად დღეს ჩვენ გავიმარჯვებთ“,-  განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
პარლამენტის არჩევნებისთვის ქალაქ ზუგდიდსა და თემში საერთო ჯამში 16 კანდიდატი იყრის კენჭს. აქედან 10 ქალაქში, 6 კი თემში.
ზუგდიდის N 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში 104 511 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 52 618 ქალაქში და 51 893 თემში”, – განაცხადა კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები