“აჭარაში აქტივობა მაღალია, თუმცა 2012 წელთან შედარებით ნაკლებია”

„აჭარის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა 59 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო. ეს საერთო ამომრჩევლის 19.3%-ია“, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ მიაწოდა.
მისი თქმით, 2012 წლის არჩევნებში, აჭარაში ამ დროისთვის 23.5 % პროცენტიანი აქტივობა იყო, ხოლო 2008 წელს – 16.2% პროცენტიანი.
“აქტივობა მაღალია, თუმცა ნაკლებია 2012 წელთან შედარებით”, – აღნიშნა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ.
რაც შეეხება საჩივრებს, უსკოს მონაცემებით, სერიოზული დარღვევები არ არის, მხოლოდ პროცედურული, რომლებიც უბნის გახსნასა და პირველი ამომრჩევლის მიღებას ეხება.
საერთო ჯამში, ოლქებში და უსკოში 23 სარჩელია შესული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები