სამხრეთ აფრიკაში საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემა პირველად შეეძლებათ

საქართველოს ისტორიაში პირველად, სამხრეთ აფრიკაში საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ავრცელებს. დიპლომატიური მისიის ცნობით, ეს საქართველოს პირველი საარჩევნო უბანია არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში, არამედ მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში.
“2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პირველად საქართველოს ისტორიაში, გაიხსნა საარჩევნო უბანი N56 სამხრეთ ნახევარსფეროში – სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები