დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და საარჩევნო ყუთში კუთვნილი ბიულეტენი ჩაყარა. თბილისის მერმა საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, N1 საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც ნარმანია მეუღლესთან ერთად მივიდა. მერის თქმით, მან ხმა უკეთეს ქვეყანას მისცა.
საქართველოში რიგით მეცხრე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დილის 8 საათიდან საკუთარი არჩევანი ახლანდელი მთავრობის წევრების ნაწილმა უკვე გააკეთა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები