თინა ხიდაშელი: ჩვენ ხმა მივეცით ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს

„ჩვენ ხმა მივეცით ისეთ საქართველოს, რომლისკენაც ყველა ერთად მივისწრაფვით – ევროპულ, მრავალპარტიულ, მრავალფეროვან საქართველოს“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომელიც საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
ხიდაშელმა ამომრჩევლებსაც მიმართა და სთხოვა, ხმის მიცემის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.
„ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ მეტი თავისუფლებისთვის, უკეთესი საქართველოსთვის, სადაც ქვეყანას ეყოლება პარლამენტი, რომელიც გააჩენს დებატების შესაძლებლობას. პარლამენტი, სადაც იქნება კანონშემოქმედებითი პროცესი, სადაც იქნებიან პროფესიონალები. პარლამენტი, სადაც დეპუტატებს არასდროს ექნებათ კვორუმის შეკრების პრობლემა. ჩვენ ხმა მივეცით ისეთ საქართველოს, რომლისკენაც ყველა ერთად მივისწრაფვით – ევროპულ, მრავალპარტიულ, მრავალფეროვან საქართველოს. მე მინდა, ყველა ამომრჩეველს ვთხოვო – არ დაიზარონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დღეს, ამ ერთ დღეს, ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე მომავალი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები