დავით სონღულაშვილი – მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა სოფელ ძირკოკში, №25-ე საარჩევნო უბანზე,  საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
დავით სონღულაშვილი უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. იგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„დღეს მე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და მოვუწოდებ ყველას, თითოეულ გურჯაანელს, მოვიდნენ არჩევნებზე. დღეს, მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ეს არჩევნები სრულიად ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისია. მე ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები