ახალციხეში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ახალციხეში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მცირე ხარვეზი დაფიქსირდა მხოლოდ უბნების ნაწილში, სადაც 5-10 წუთის დაგვიანებით გაიხსნა საარჩევნო უბანი.
ახალციხეში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის არჩევნებიც მიმდინარეობს. ახალციხის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატია მაჟორიტარულ ოლქში, შესაბამისად, საჭირო გახდა მერის არჩევნების ჩატარება, სადაც 5 კანდიდატია.
სამცხე-ჯავახეთში ჯამში 212 საარჩევნო უბანია, სადაც სამ საარჩევნო ოლქში დაახლოებით 146 ათასი ამომრჩეველია, მათ შორის ახალციხეში, 15 ათასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები