ჯიხაშკარელებმა რულოვსს შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს – „სანდრა მიშას არ უნდა და ჩვენ რად გვინდა“ (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსისა და ჯიხაშკარის მოსახლეობის დაგეგმილი შეხვედრა შეძახილების ფონზე დაიწყო.
ადგილობრივები “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუპირისპირდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერს შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ჯიხაშკარის სხვადასხვა უბნის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა.
ადგილობრივები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ.
„რატომ მოდიხართ?! აქ თქვენი ადგილი არ არის. სანდრა მიშას არ უნდა და ჩვენ რად გვინდა“, – განუცხადეს ჯიხაშკარის მცხოვრებლებმა „ნაცმოძრაობის წევრებს“.
წყარო: info9

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები