თემურ ხუბულური ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ქვეშის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თემურ ხუბულურმა წინასაარჩევნო შეხვედრები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ქვეშის მცხოვრებლებთან შეხვედრით დაასრულა.
“ჩვენს რაიონში აღარ იქნება ინფრასტრუქტურული, სოციალური პრობლემები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგეგმება დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება და გამრიცხველიანება“,-აღნიშნა ხუბულურმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
​მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თითოეულ სოფელს სწრაფი ინტერნეტი მიეწოდება, მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები