ღვინის ეროვნული სააგენტო 9 თვის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის სტატისტიკას აქვეყნებს

ღვინის ეროვნული სააგენტო 9 თვის განმავლობაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის სტატისტიკას აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 32 421 418 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც სააგენტოს მტკიცებით, 35 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 74,6 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 12 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია, როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი – 154% (3 852 245), უკრაინა – 61% (3 457 028), დიდი ბრიტანეთი – 60% (67 522), ბელარუსი – 51% (789 876), პოლონეთი – 47% (1 633 514), ესტონეთი – 43% (485 688), ყირგიზეთი – 39% (163 966), რუსეთი – 36% (17 056 936), გერმანია – 18% (223 862), იაპონია – 20% (134 808), აშშ – 5% (191 086), ლატვია 1% (841098) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17056936), ჩინეთი (3852245), უკრაინა (3457028) , ყაზახეთი (2535163) და პოლონეთი (1633514).
ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34 პროცენტით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
სულ ექსპორტირებულია 13,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 პროცენტს აღწევს. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 26,5 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები