დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები გატარდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის “კუსებრი ფაროსანას” წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა მუშავდება.
როგორც “კვირას” სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მავნებელი დასავლეთ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მასშტაბურად გავრცელდა. კუსებრი ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აზიანებს და გავრცელებულია როგორც მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და აშშ-ში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მავნებლის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაზე, მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დეტალებზე უცხოელ და ქართველი მეცნიერებთან, ასევე, დარგის სპეციალისტებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი და მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწყება.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) ხელმძღვანელი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და კომპანია “ფერერო”-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები