ნაძალადევში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები 4 მისამართზე მიმდინარეობს: ხევძმარის ქ. N32, ზვარეთის ქ. N36ა, ბახმაროს შესახვევი N19, ლომთათიძის I შესახვევი. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო. დავით გოგიძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ გაესაუბრა.
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გზის დამჭერი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. წელს სულ 10 საყრდენ კედელს ვაშენებთ და ყველა ქუჩაზე გზის ჩავარდნის საშიშროება არსებობდა. განსაკუთრებით, საშიში ვითარება იყო ხევძმარის ქუჩაზე. კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ქუჩებზე გადაადგილება უკვე უსაფრთხო იქნება“ – განაცხადა დავით გოგიძემ.
ოთხივე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ერისიმედი“ ახორციელებს. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 185 234 ლარია.
2016 წლის განმავლობაში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 6 მისამართზე. შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება 383 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები