ვეტერანებს შეეძლებათ, პირველადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი ვეტერანების უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება და ერთობლივი მონიტორინგის საშუალებით ვეტერანთა მხედველობის პრობლემების დადგენაა.
ლაიონსების თვალის ცენტრში პაციენტთა მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერით კლინიკის საკონტაქტო ნომერზე: 2 240114 , მისამართი: შროშის ქ.№14
ვეტერანებისთვის ufaso პირველადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩამონათვალში შედის:
1. მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა (ვიზომეტრია);
2. სათვალის შერჩევა;
3. თვალშიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია);

4. ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკა (ბიომიკროსკოპია);
5. თვალის ფსკერის დათვალიერება და დიაგნოსტიკა;
6. ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მკურნალობის დანიშვნა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები