“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა აქცია დასრულდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა აქცია დასრულდა. აქცია, რომელიც დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რეპერმა “ლექს სენმა“ სიმღერით გახსნა.
მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ და “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმა მიმართეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები “თავისუფლების მოედნისკენ“ მსვლელობით გაემართნენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მსვლელობის მიზანი შეკრებილების რაოდენობის დემონსტრირება იყო.
აქცია სწორედ “თავისუფლების მოედანზე“ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები