რომის პაპმა ილია მეორეს მადლობა გადაუხადა

რომის პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საქართველოში ვიზიტის დროს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა La Stampa ავრცელებს.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
“ის, რომ ჩემს დასახვედრად აეროპორტში პრეზიდენტი, ასევე პატივცემული პატრიარქი ილია მეორე მივიდნენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი. ილია მეორის სიტყვებმა  გული და სული გამითბო”, – განაცხადა რომის პაპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები