ჯანდაცვის სამინისტრო: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა,
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბოლო მონაცემებით, სტაბილური დინამიკა აღენიშნება ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს.
”31 წლის მამაკაცს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. სტაბილურია ასევე 69 წლის ქალბატონის მდგომარეობა. მას თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. შუახნის ქალბატონს უკვე ჩაუტარდა თავის კვლევა. ამჯერად დაკვირვებისთვის ”ამტელ ჰოსპიტალის“ ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მსუბუქი დაზიანება აღენიშნება ასევე ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ 59 წლის ქალბატონს. ის თავის ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება ჰოსპიტალში.
სტაბილურია დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 47 წლის მამაკაცის მდგომარეობაც, მას სხეულის ზედაპირის 5-7 %-იანი, I-II ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. „ნიუჰოსპიტალში“ მოთავსებულმა პაციენტმა კი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. 37 წლის მამაკაცი მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევის შემდეგ მედიკოსებმა ბინაზე გაწერეს”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.“
გუშინ, ყოფილი ”პირიმზის“ შენობასთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების დროს ავტომობილში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები