გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ავტომანქანის აფეთქების დროს დაშავებულ მამაკაცს გუშინ ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „კვირას“ კლინიკიდან აცნობეს, მამაკაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვით აპარატზეა შეერთებული.
ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება აფეთქების დროს დაშავებული ქალიც. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას ტვინის შერყევა აქვს და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 2 დაშავებული გუშინ სხვა კლინიკებში მოათავსეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 4 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები