გიორგი ქვრივიშვილის ორგანიზებით, კასპში მასშტაბური კონცერტი გაიმართა

კასპის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, გიორგი ქვრივიშვილის ორგანიზებით კასპში მასშტაბური კონცერტი ჩატარდა. კასპის რაიონის მაცხოვრებლებისთვის ნინო ჩხეიძემ, მარკუს მეტრეველმა, გია ნიკოლაძემ ნაცნობი და საყვარელი სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება, რომელზე დასასწრებადაც ხუთი ათასამდე ადამიანი მივიდა, თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ წაიყვანეს. აღმაშენებლის ქუჩაზე გამართული საღამო ფოირვერკმა დააგვირგვინა.
„კასპში განსაკუთრებული მუხტით, ერთობით და გულწრფელი ემოციებით სავსე დღე იყო. უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მიუხედავად იმისა, რომ გზის გადაკეტვა დაგეგმილი არ გვქონდა, ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეში ადგილი აღარ იყო, ხალხი რაიონის უკლებლივ ყველა სოფლიდან ჩამოვიდა. იმდენად დიდი ერთობა და უშუალობა იგრძნობოდა, რომ უამრავი ადამიანი სცენაზეც კი ავიდა, რომ საყვარელ მომღერლებთან ახლოს ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი შეკრებილებს მოსვლისთვის, ასეთი ემოციებისთვის, ჩემი მხარდაჭერისთვის და ვიმეორებ იგივეს, რაც კასპელების წინაშე ვთქვი–ჩვენი რაიონი იმსახურებს ახალ ცხოვრებას, დიდ სიახლეებს და განსაკუთრებით ყურადღებას. კასპს გამოცოცხლება სჭირდება! ვფიქრობ,რომ ეს დღე ჩვენი გამარჯვების და წინსვლის საწინდარი იქნება!“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ქვრივიშვილი მაჟორიტარად კასპში თავისი კანდიდატურის წარდგენამდე კიევის ყოფილი მერის, მილიარდერის ლეონიდ ჩერნოვეცკის საინვესტიციო ფონდს 5 წელი ხელმძღვანელობდა, ქვრივიშვილი წარმოშობით კასპიდან არის.
14607994_10205173939227649_2098522819_n 14569614_10205173939147647_1830532949_n 14593576_10205173938987643_206955655_n 14585539_10205173938907641_449097952_n 14608029_10205173939747662_1814411511_n 14593624_10205173939107646_1183596288_n 14593740_10205173939787663_1851737494_n 14580389_10205173939667660_19497941_n 14543395_10205173938547632_696861730_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები