თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ბოლო ინფორმაციით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კოლმეურნეობის მოედნიდან, სადაც გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა კიდევ 2 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამის შესახებ “კვირას” სასწრაფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. თავად გივი თარგამაძე და მისი მძღოლი თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, აფეთქების შედეგად შემთხვევით გამვლელები დაშავდნენ, სულ 5 ადამიანი. მათ შორის, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავდაპირველად, შემთხევის ადგილიდან სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 2 პირი გადაიყვანა, მათ შორის ერთი ქალბატონია, რომელსაც თავის არეში ჭრილობა აქვს მიღებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები