სერგეენკომ თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად, დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად, დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა.
“კვირას” ინფორმაციით, ამ წუთებში მინისტრი გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სადაც დაშავებულ მამაკაცს ოპერაციისთვის ამზადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა დღეს საღამოს აფეთქდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები