“რესპუბლიკელების” აბაშის ორგანიზაციის 32 წევრი ოთარ დანელიას მხარდაჭერას უცხადებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ დანელიას ,,რესპუბლიკური პარტიის“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის 32-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა.
პარტია ”ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოთარ დანელიას საარჩევნო შტაბში „რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბენია პიტავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
,,საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „რესპუბლიკური“ პარტიის აბაშის რაიონული ორგანიზაცია დავტოვეთ 32-მა წევრმა, მათ შორის საკრებულოს ფრაქციის, რაიონული კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრებმა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ დანელიას პოლიტიკურ კურსს“,- განაცხადა პიტავამ.
აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მგალობლიშვილი გამოეხმაურა.
„დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია იმისა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოთარ დანელიას გამარჯვება გარდაუვალია“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები