საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ასინქრონულძრავიანი ელმავლების წარმოება იწყება

​საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ასინქრონულძრავიანი ელმავლების წარმოება იწყება.
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, ერთობლივი საწარმოს – სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ქარხნის მშენებლობაზე “საქართველოს რკინიგზასა” და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის წინარე ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.
​ერთობლივი საწარმო დაფუძნებულია ჩინური მხრიდან CRRC-ის, ხოლო ქართული მხრიდან -BMI Partners და AS Group 1990 – ის მიერ. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება 20 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია და დასაქმდება ათასამდე ადამიანი. ღონისძიება რესტორან “ფუნიკულიორის” წვეულებათა დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები