„სადგურის მოედანთან“ მტვრის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება

მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია კვადრატულ მეტრზე მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“ მაქსიმალურ ზღვარს აღემატება.  ამის შესახებ გარემოს დაბინძურების ექსპრესლაბორატორიის მიერ მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებულ კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ექსპრესლაბორატორიის კვლევის შედეგების თანახმად, დასაშვებ ნორმას კვადრატულ მეტრზე მტვრის შემცველობა მხოლოდ მეტროსადგურ ”სადგურის მოედანთან” აღემატება, თუმცა განსხვავებული ვითარებაა ხმაურის მხრივ.

ყველაზე ხმაურიანი ადგილი მეტროსადგურ „300 არაგველთან“  ფიქსირდება, რომლის მონაცემებიც დასაშვებ ნორმას აღემატება.

ხმაურის მაქსიმალური დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“, მეტროსადგურ „ნაძალადევთან“, მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“, აბანოთუბანში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ და წყნეთში „სმარტთან“.

გარემოს დაბინძურების ექსპრესლაბორატორიის მიერ მტვრის, ნახშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდის შემცველობა კვადრატულ მეტრზე, ასევე ელექტრომაგნიტური გამოსხივება კვადრატულ სანტიმეტრზე და ხმაურის დონე დეციბელებშია გამოკვლეული.

კვლევა თბილისში, მის გარეუბნებსა და რუსთავში  სულ 22 პუნქტზეა ჩატარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები